საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ლიეტუველი ძმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონები არიან“ უკრაინის უფლების დაცვაში, რომ თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი – ისეთი, რომელიც თავისუფალია.
„ ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი… და ეს ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, ყველგან. არა მხოლოდ უკრაინაში – ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ადგილში, სადაც ხალხი ბრძოლას აგრძელებს იმისთვის, რომ მათი ხმა გაგონილ იყოს. ასე რომ, ამაღამ ყველა თქვენგანისთვის ჩემი “მესიჯია” – გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა წარმოადგენს, და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ბაიდენმა.