თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან – პრემიერი

19
spot_img

ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ – ამ ყველაფერმა საბოლოოდ, საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან“.

„თავის დროზე ერთი საუკუნის წინ, 1920-21 წლებში ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. ამ ყველაფერმა საბოლოოდ საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა. დღეს ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში იმისათვის, რომ რამენაირად დააზარალონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, რაც არის, რა თქმა უნდა, ღალატია. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.