საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამინისტროს სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.
„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“,- აცხადებენ განათლების სსამინისტროში
“ტელეგრამის” ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.