ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა

36
spot_img

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.

შეთანხმების თანახმად, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაყვანის შესახებ 2024 წლის თებერვლის თვიდან შევა ძალაში. დასაქმებულები ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადავლენ, რაც თვეში 15 დღე მუშაობას და 15 დღე დასვენებას გულისხმობს და მათ 12-საათიანი სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება მიეცემათ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელები პროტესტის ნიშნად 2 დეკემბერს გაიფიცნენ. სამუშაოს შესრულებაზე უარი თავდაპირველად დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა განაცხადეს, მოგვიანებით კი, მათ სოლიდარობა სხვა მაღაროებმაც გამოუცხადეს.