„იმის ილუზია ხომ არავის არ აქვს, რომ ლევანის მიერ ინიციირებული ამბავია და გაახსენდა ერთ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილი, დაუკავშირდა და მოიყვანა, ხომ?! ვინმეს სჯერა ამისი?“ – ასე გამოეხმაურა „ენმ“-ის წევრი ბაჩო დოლიძე ზურაბ ჭიაბერაშვილის პარტიაში დაბრუნებას.
მისი თქმით, ჭიაბერაშვილის პარტიაში დაბრუნება დავით კეზერაშვილის გავლენების გაძლიერებას მოწმობს.
„ბუნებრივი გაყოფა მოხდა, ადამიანებისა, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ არაფორმალურ მმართველობაზე და მეორე ჯგუფი აღმოჩნდა, რომელიც ღიად საუბრობს პრობლემებზე. სულ ორი გზაა: ან ლაგდები შიგნით, ან ფიქრობ შენ პოლიტიკურ მომავალზე, როგორ გააგრძელებ.
თეორიულად დავუშვათ, რომ ვერ დავლაგდით შიგნით, მაგ დროს შერწყმა არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან, მე პირადად, არ გამაჩნია ამის სურვილი.
იმის ილუზია ხომ არავის არ აქვს, რომ ლევანის მიერ ინიციირებული ამბავია და გაახსენდა ერთ დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილი, დაუკავშირდა და მოიყვანა, ხომ?! ვინმეს სჯერა ამისი? ამ კონკრეტული კონფიგურაციით, დაწინაურდა კეზერაშვილის გავლენები პარტიაში“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.