ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაა.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, „პარტნიორი ქვეყნების” შესაბამის უწყებებისთვის ოპერატიული ინფორმაციის მიღებისთვის დასახმარებლად მიმართვა, უფრო ფორმალობა და ეტიკეტის დაცვაა, რადგანაც ვინ და სუს-მა იცის, რომ დიდი ალბათობით, სწორედ ამ “პარტნიორების” ფარული მხარდაჭერით იგეგმება საქართველოში “მაიდანის” განხორციელება.
„მე პირადად ველოდი რომ ეს მოხდებოდა. ამისკენ მიდიოდა პროცესები როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა სუს-ს გაზრდილი შესაძლებლობები და ეფექტურობა, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ამ უწყებას ბოლო დროს გადახდა.
სუს-ს განცხადებას პრევენციული ხასიათი აქვს და ამით ნაწილობრივ მაინც ხდება საფრთხეების გადაზღვევა თუმცა მათ განეიტრალებას კონკრეტული ეფექტური ქმედებები სჭირდება, მათ შორის ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდანაც. იმედია, ეს მოხდება.
„ქართული მაიდნის” რეალურ და პოტენციურ მონაწილეთა გარედან კარგად დაფინანსებულ ქსელს უკვე ფართოდ აქვს გადგმული ფესვები და მათთან ბრძოლა არ იქნება მარტივი.
„პარტნიორი ქვეყნების” შესაბამის უწყებებისთვის ოპერატიული ინფორმაციის მიღებისთვის დასახმარებლად მიმართვა, უფრო ფორმალობა და ეტიკეტის დაცვა მგონია, რადგანაც ვინ და სუს-მა იცის, რომ დიდი ალბათობით, სწორედ ამ „პარტნიორების” ფარული მხარდაჭერით იგეგმება აქ “მაიდანის” განხორციელება, რაც არაერთხელ უშედეგოდ სცადეს.
P.S. რადგანაც რადიკალური ოპოზიცია და მისი სატელიტები რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობას სწორედ ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსს უკავშირებენ, შესაძლოა აქვთ წინმსწრები ინფორმაცია, რომ სტატუსზე უარს გვეუბნებიან“, – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.
სუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც გარკვეული პირების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმაზეა საუბარი. „საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმის ავტორები არიან ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.