“სუს-მა აღკვეთა პოტენციური საფრთხე, რომელშიც ნათლად იკვეთება უკრაინული მხარე, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და კვლავ დიდია დივერსიული აქტებისა და ტერორიზმის საფრთხე”

29
spot_img

ერთი წლის განმავლობაში, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ვიხილეთ სპეკულაციები, პოლიტიკური ინსინუაციები და უსაფუძვლო ბრალდებები, რომ რამენაირად საქართველოს პროვოცირება მოეხდინათ “მეორე ფრონტის” თვალსაზრისით და მიხვდნენ რა, ვერაფერს გახდნენ განცხადებებითა და დიპლომატიური დემარშებით, კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდნენ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კონტრტერორისტულმა ცენტრმა რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე უწევდა.

ქადაგიძის განცხადებით, ოფიციალური კიევი გადავიდა გეგმა “ბ-ზე”, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველო არ აჰყვება “უკრაინიზაციას“, მაშინ ქვეყანა ტერორიზმსა და დივერსიული აქტების მომზადების ტერიტორიად უნდა იქნას გამოყენებული.

„ტერორისტული აქტები და დივერსია, საქართველოში თუ საქართველოს გავლით, მესამე ქვეყანაში კარგი საფუძველია კონფრონტაციისა და რეგიონში კიდევ ერთი ცხელი კერის გაჩენის. “სუს-მა” აღკვეთა პოტენციური საფრთხე, რომელშიც ნათლად იკვეთება უკრაინული მხარე , თუმცა ეს ზღვაში წვეთია და კვლავ დიდია საფრთხე, უკრაინული მხრიდან საქართველოში თუ საქართველოს გამოყენებით დივერსიული აქტებისა და ტერორიზმის. იქნებ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას?! ოფიციალური კიევი არასდროს ყოფილა, საქართველოს მეგობარი და მეტიც, ის მოგონილი “ტრიო თუ დუო-ფორმატები”, სადაც უკრაინა-საქართველო ხელოვნურად გახადეს დეკლარირებული ფსევდო-მეგობრები სწორედაც, რომ იმ გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას უნდა ექვემდებარებოდეს, სადაც გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს და ნებისმიერი დავალება უაპელაციოდ უნდა შესრულდეს. ამის ნათელი მაგალითია, ის ერთწლიანი პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოს წინააღმდეგ, რასაც უკრაინის ხელისუფლება “ომის პარტიის” დავალებით აკეთებდა და გეგმის ჩავარდნის შემდეგ, გადავიდნენ გეგმა “ბ-ზე”, სადაც თუ საქართველო არ აჰყვება “უკრაინიზაციას,” მაშინ მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამოყენება ტერორიზმსა და დივერსიული აქტების მომზადების ტერიტორიად. მოკლედ, დროა ოფიციალური კიევი “რუსკი კარაბლის” მიმართულებით გავუშვათ და მაქსიმალური მობილიზაცია გვქონდეს განსაკუთრებით, 2024 წლის არჩევნების დასრულებამდე“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.