სუმის ოლქის სოფელ რიჟივკაში რუსეთის დროშა განადგურებულია, ოკუპანტები იქ არ იმყოფებიან – ზელენსკი

26
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები სუმის ოლქის სოფელ რიჟივკაში პროპაგანდისტული ოპერაციის მოწყობას შეეცადნენ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინული ძალები სუმის ოლქში ვითარებას სრულად აკონტროლებენ, კერძოდ, გრძელდება რუსული დივერსიული ჯგუფების აქტიურობა, რომლებსაც ანადგურებენ და კვლევ გააგრძელებენ მათ განადგურებას.

„რაც შეეხება სოფელ რიჟევკას, ოკუპანტმა იქ პროპაგანდისტული ოპერაციის განხორციელება სცადა. დღეს დილის მდგომარეობით, სოფელში რუსეთის დროშა განადგურებულია, ოკუპანტები იქ არ იმყოფებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, პარალელურად, ხარკოვის ოლქში უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება.

„ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯებს გეგმავს მტერი და რა დისლოცირებას ახორციელებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავე დროს, მისი თქმით, ყველაზე უფრო რთული სიტუაცია დონეცკის ოლქშია.

„უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პოზიციების სტაბილიზაციისა და დაცვისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სამხრეთის მიმართულებით ვითარება ძირითადად უცვლელია და უკრაინელები თავიანთი პოზიციების გაძლიერებას განაგრძობენ.