,,სწორი და საჭირო ნაბიჯია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ ინიცირება”- გიგლა ბარამიძე

18
spot_img

საქართველოს მოსახლეობამ და თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა ვიცოდეთ, ესა თუ ის ორგანიზაცია როდის, ვისგან, რისთვის, რატომ, რა რაოდენობით იღებს უცხოეთიდან თანხებს, ტოტალური დამალვა მიდის ამის, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სწორი და საჭირო ნაბიჯია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ ინიცირება.

„ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში გაითვალისწინა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სულისკვეთება და ეს კანონი ისევ უნდა ამოქმედდეს. აუცილებელია, რადგან 30 ვერცხლის ფიგურირება წარმოუდგენელია. არ შეიძლება დაფინანსებული ღალატი მისაღები იყოს წარმატებული სახელმწიფოსთვის და საზოგადოების, ამიტომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებელია დემოკრატიული წყობისთვის, საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, მაგრამ, როდესაც არასამთავრობო საზოგადოების გარკვეული ნაწილი რეზიდენტურის ქმედების სახეს იღებს, აუცილებელია დაკონკრეტება. საქართველოს მოსახლეობამ და თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა ვიცოდეთ, ესა თუ ის ორგანიზაცია როდის, ვისგან, რისთვის, რატომ, რა რაოდენობით იღებს უცხოეთიდან თანხებს, ტოტალური დამალვა მიდის ამის“, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.