სპორტს სჭირდება თავისუფლება, ჩიტმა მომიტანა ამბავი – აქ, შეიძლება, ვკოჭლობდეთ – სალომე ზურაბიშვილი

18
spot_img

კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა.

მისი თქმით, საზოგადოება ყოველდღიურად აშენებს საკუთარ მომავალს და თავისუფლებას.

„თქვენ, სპორტული სამყარო, ხართ უკვე შესული ევროკავშირში. თქვენ იქ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ საქართველოს. და ძალიან წარმატებულ საქართველოს, რომელსაც უკვე სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში საქართველო პრაქტიკულად არის დღეს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით მოაქვს მედლები შინ და ამისთვის თქვენ ნამდვილად ხართ ღირსი იმისი, რომ ჩვენ, საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით თქვენმა პრეზიდენტმა მადლობა გითხრათ.

სპორტი არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ორი რამ: ერთი არის დისციპლინა და ეს რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებული. მეორე არის თავისუფლება, რაღაცა ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ჩვენზე, ყველაზე არის დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, აშენებს ყოველდღიურად თავის მომავალს და თავის თავისუფლებას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.