სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

130
spot_img

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს.

მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობდა. გარდაცვლილ მსახიობს პატივი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს, მათ შორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, “ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.