სომხეთის დღის წესრიგში ამ დროისთვის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ დგას -არარატ მირზოიანი

19
spot_img

სომხეთის დღის წესრიგში ამ დროისთვის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ დგას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა არგენტინის ტელევიზია Todos Noticias-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ნატო-სთან, მონაწილეობას ვიღებთ სამშვიდობო ოპერაციებში. ვიყავით ავღანეთში, ახლახან გავზარდეთ ჩვენი სამშვიდობოების რაოდენობა კოსოვოში. გვაქვს თანამშრომლობის ფორმატი. თუ კანდიდატობაზე ან ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებაზეა საუბარი, არა, ეს საკითხი ამჟამად სომხეთის დღის წესრიგში არ დგას“,-განაცხადა მირზოიანმა.

ამასთან, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთის მოქალაქეებს, სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები.