სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს არ შეუძლია შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ამის შესახებ ფაშინიანმა საკრებულოს არჩევნების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„სომხეთი ვერ შეცვლის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი ყოველთვის სომხეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე განისაზღვრება. სომხეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის განისაზღვრება სომხეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს ფაშინიანი.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გაგზავნილ ბოლო წერილთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წერილში მან წარმოადგინა შეფასება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მთიან ყარაბაღის საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ.