ყაჩაღობა წალენჯიხაში

348
spot_img

ყაჩაღობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მედანში.

5 შეიარაღებული პირი ადგილობრივ მცხოვრებს გია მიქავას, გუშინ ღამით, საკუთარ სახლში დაესხა თავს. ისინი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და წაიღეს 17,000 ლარი, რომელიც მიქავას თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.

თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს.

მიქავა უკვე გამოიკითხა პოლიციაში, თუმცა მომხდარზე ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

შსს-ს ცნობით,გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით.