სოხუმის აეროპორტიდან რეისები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება

18
spot_img

სოხუმის აეროპორტი პირველ რეგულარულ რეისებს 2025 წლის დასაწყისში მოემსახურება, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოხუმში სრულდება აეროპორტის ტერმინალის შენობის განახლება და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმიდან თვითმფრინავები რეისებს რუსეთის შვიდ ქალაქში შეასრულებენ: მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, ყაზანში, სოჭსა და კრასნოდარში.