ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეებისლოგანით - “წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ” სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

სლოგანით – “წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ” სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

spot_img

“წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ”, – ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანის წინ გაშალეს.

სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია ევროკავშირში წევრობა, ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორიც 26 მაისია, საქართველოს დროშასთან ერთად უნდა იყოს გამოფენილი ევროკავშირის დროშა, რაც მათივე თქმით, “ხელისუფლებამ არ გააკეთა”.

ამასთან, აქტივისტები სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს”, “საქართველო”. გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები