სჯობს, რომ მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციების მუქარა იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ერთი აკლია მარტო, რომ მოუშვირონ რაკეტა საქართველოს და უთხრან, ეს კანონი არ მიიღოთო.
„თუ შენ მეგობარი ხარ და მეუბნები, რომ რუსეთთან დეოკუპაციის პროცესში უნდა დამეხმარო და თან შენ აქ ოჯახებიანად შეურაცხყოფას მაყენებ, უნდა დამასანქცირო, გამყინო და ამომაგდო აქედან, მაგინო, რელიგია შეურაცხყო, ოჯახი შეურაცხყო, რა გამოდის? რომ, რუსები გვებრძვიან იარაღით, ტანკებით და ამერიკიდან ახლა ბრძოლას გვიწყებენ სანქციებით, ოჯახების შეურაცხყოფით, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფით.
ერთი აკლია მარტო, რომ მოუშვირონ რაკეტა საქართველოს და უთხრან, ეს კანონი არ მიიღოთო. ამ შემთხვევაში, არ გამოგივათ მეგობრებო ეს და სჯობს, რომ მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციების მუქარა იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.