“სისხლი ვერ მოიშორეს ვერც წარსულში და ვერც მომავლის გეგმებში, ეს არის “ნაცის” და აგენტის ბუნება”-მამუკა მდინარაძე

179
spot_img

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუშინ გამართული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციით დადასტურდა ის, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა – რომ ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ.

“სუს-ის გუშინწინდელი ბრიფინგი გაიხსენეთ – ზუსტად ეს არის მოტივაცია, ორი დღე ვერ შეიკავეს თავი. ჩვენ გვახსოვს წარსულში ჩანაწერებიც, რომლებიც ადასტურებენ პირდაპირ მათ სისხლიან გეგმებს, ეს სისხლი ვერ მოიშორეს ვერც წარსულში, და ვერც მომავლის გეგმებში, ეს არის “ნაცის” და აგენტის ბუნება. აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოება ამას უნდა დაუპირისპირდეს სიმტკიცით,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.