სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას ერაყიდან 15 რაკეტა ესროლეს

74
spot_img

სირიაში, რუმეილანის რეგიონში მდებარე, აშშ-ის სამხედრო ბაზას ერაყის ტერიტორიიდან 15 რაკეტა ესროლეს.

ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) პრესსამსახური იტყობინება.

მათი ინფორმაციით, 4 დეკემბერს ბაზას 122 მმ კალიბრის რაკეტები ესროლეს.

თავდასხმა მსხვერპლი და ტექნიკის დაზიანება არ მოჰყოლია.

გაერთიანებულმა სამუშაო ჯგუფმა გასროლის წერტილი დაადგინა და ინფორმაცია ერაყის უსაფრთხოების ძალებს გადასცა, რომლებმაც ადგილზე ბენზინმზიდი აღმოაჩინა, რომელიც 20-მდე რაკეტის გასაშვებად იყო აღჭურვილი.