სანქციების ფარგლებში შვეიცარიამ რუსების საკუთრებაში მყოფი 8.8 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შვეიცარიის ეკონომიკური საკითხების სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მონიტორინგს უწევს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებაა და შეიძლება შეიცვალოს.
გაყინული აქტივების ზრდა განპირობებულია გასული წლის განმავლობაში სანქციების სიაში შეყვანილი 300 ადამიანისა და 100 კომპანიისა და ორგანიზაციის გამო.