შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება

18
spot_img

შვედეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედური სატელევიზიო არხი TV4 Nyheterna ავრცელებს.

შვედური TV4-ის ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა ორშაბათს, 11 მარტს აღიმართება.

„ღონისძიებაზე ნატო-ს ელჩები იქნებიან მიწვეული, ასევე, შვედეთის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციები გაიმართება“, – აცხადებს შვედური სატელევიზიო არხი.

შეგახსენებთ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს უნგრეთის პრეზიდენტმა, თამაშ სულიოკმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.