შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი მაშველებმა გუშინ იპოვეს, დღეს დილით კი, კიდევ ხუთი ადამიანი.
ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.