შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ, ისინი, ვინც ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ- ვიქტორ ორბანი ნავალნიზე

115
spot_img

ალექსეი ნავალნი პატივისცემის ღირსი არ არის, რადგან შოვინისტი იყო. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უნგრეთის პარლამენტში შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ და ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ, პატივისცემას ვერ მიიღებენ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

პარლამენტის სხდომაზე უნგრელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნავალნის ხსოვნას წუთიერი დუმილითა და ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი. ვიქტორ ორბანმა და პარტია „ფიდესის“ წევრებმა წუთიერ დუმილსა და ფეხზე წამოდგომაზე უარი განაცხადეს.

ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის წევრებს ნავალნის მიმართ დაბალანსებული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა.