“შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც მმართველმა ძალამ იმხელა პოლიტიკური სტანდარტი დააწესა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ამ თამასასთან მიახლოებაც კი”

30
spot_img

რა ცვლილებებს მოასწავებს სახელისუფლებო ძალაში მომხდარი საკადრო გადაადგილებები, ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ღარიბაშვილი პარტიის ლიდერის პოსტზე მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს, კობახიძე კი, მთავრობის ლიდერის რანგში, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის გარანტი იქნება.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარე იქნება და შესაბამისად, ის უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას, რამაც უნდა განაპირობოს დიდი გამარჯვება და მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა.

ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობას და აღებული პოლიტიკური კურსის გაძლიერებით, უფრო მდგრად გარანტიებს შეუქმნის საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.

ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ავტორიტეტითა და საზოგადოების მხრიდან გამოხატული ჭარბი ნდობით, იქნება შიდა თუ გარე უარყოფითი ფაქტორებისაგან დამზღვევი და სტაბილური პოლიტიკური პროცესების გარანტორი.

ასე რომ, შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც მმართველმა ძალამ, იმხელა პოლიტიკური სტანდარტი დააწესა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ამ თამასასთან მიახლოებაც კი განსაკუთრებით, კოლექტიურ ნაც-მოძრაობაში ყოფნით!“ – წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.