ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა გააგრძელოს.
აღნიშნული განცხადება ნატოს გენმდივანმა ნიუ-ორკში ყოფნისას გააკეთა.
“ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია ფუნდამენტურად არის შეცვლილი… ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა – აბსოლუტურად ნორმალურია. ისინი ცდებოდნენ… ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები კვლავ არ უნდა გავხდეთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ეს “გაკვეთილი” ჩინეთსაც ეხება.
“მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებაზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები”, – დასძინა ნატოს გენმდივანმა.