შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური საკითხია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის – რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია -იენს სტოლტენბერგი

20
spot_img

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის აქტუალური საკითხია.

როგორც ის განმარტავს, მათი მხარდაჭერით ზიანდება შავ ზღვაში რუსეთის დიდი ფლოტი.

„შავი ზღვის უსაფრთხოებაც აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატო-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებული არის და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.