შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

77
spot_img

დიაბეტის  მართვის სახელმწიფო პროგრამაში,  შაქრიანი დიაბეტით დაავადებული  ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში,  მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა – ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი.

1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს.

ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები  3 – თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა.

დაკორექტირდა გაცემის თარიღიც – ბენეფიციარები შეძლებენ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ.

დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და  ბენეფიციარებისთვის უფასოა.