შალვა პაპუაშვილმა, უმრავლესობის წევრებთან ერთად, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

86
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

შალვა პაპუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბექა ოდიშარია და ირაკლი ჩიქოვანი, ასევე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.