სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის – პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო -მიხაილ როთი

41
spot_img

მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის, – ამის შესახებ
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა X-ზე დაწერა.

„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის.

საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო “უცხოელი აგენტების კანონზე.” მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის.

არ დაგავიწყდეთ: “როდესაც ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ მაღლა ავდივართ.”
არ დანებდეთ. არჩევნები მალე მოვა,“ – წერს როთი.