სერიოზული ხალხი ისეთ იარლიყებს, როგორიც „რუსული კანონია“, არ იყენებს! ვინც იყენებს, არასერიოზული ხალხია – შალვა პაპუაშვილი

7
spot_img

სერიოზული ხალხი ისეთ იარლიყებს, როგორიც „რუსული კანონია“, არ იყენებს. ვინც იყენებს, ჩავთვალოთ, რომ არასერიოზული ხალხია. იარლიყებით მსჯელობა ზუსტადაც, რომ არაევროპულია და არადასავლური მიდგომაა საკითხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ო’ბრაიენს არ უხსენებია „რუსული კანონი“ და ცვლილებების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„სერიოზული ხალხი ისეთ იარლიყებს, როგორიც „რუსული კანონია“, არ იყენებს. ვინც იყენებს, ჩავთვალოთ, რომ არასერიოზული ხალხია. იარლიყებით მსჯელობა, ზუსტადაც, რომ არაევროპულია და არადასავლური მიდგომაა საკითხის მიმართ. ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ჯიმ ო’ბრაიენთან. მიხარია, რომ მან რამდენიმე საკითხი ახსენა, რომელზეც შიგნით საუბარი გვქონდა. მან ხაზ გაუსვა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხია საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და კარგია, რომ ამ მხრივ ვთანხმდებით – ყველა ქვეყანას, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ინტერესის საკითხია უცხოური გავლენის გავლენის გამჭვირვალობა. მოხარული ვარ, მან ეს ბრიფინგზეც ახსენა, ეს აღიარებულია.

ასევე, საუბარი გვქონდა ამერიკული დაფინანსების მიმართ ჩვენს გარკვეულ კითხვებზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ – საუბარი მაქვს ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსებებზე. მე არაერთხელ მითქვამს, რომ გვაქვს სხვადასხვა აქტორთან თანხმობა, რომ ნამდვილად არის ნაწილობრივ გაუმჭვირვალე ეს დაფინანსება და ნამდვილად არის გარკვეული კითხვის ნიშნები ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ჩვენი წუხილები გავაცანით საკითხთან დაკავშირებით.

არაერთხელ მითქვამს, რომ 1 წელი დავხარჯე შარშან პროექტის ინიცირების შემდეგვე, რათა დამერწმუნებინა ეს ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, რომ თავად უზრუნველყონ გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიე, მათ შორის, ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით. კანონმდებლის ვალდებულებაა, ქართველი ხალხის სახელით მოაწესრიგოს ეს საკითხი, რომელიც გუშინ ჯიმ ო’ბრაიენმაც აღნიშნა, რომ ნაციონალური, ეროვნული ინტერესის საკითხია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.