სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს

31
spot_img

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს.

სერგეი შოიგუ ეკატერინბურგში იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ რუსეთი საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებას გაზრდის.

შოიგუმ ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი თვითმავალ საარტილერიო სისტემებს საკმარისი რაოდენობით არ აწარმოებენ.

„მისმინეთ, შეწყვიტეთ არასერიოზულად მოქცევა. ჩვენ ამით 2022 წელს დავკავდით. ეს მანქანები, სრული სიმძლავრით ჩვენ 2023 წელს უნდა აგვემუშავებინა.

მინდა ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული წინადადება მივიღო იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწევთ პრეზიდენტის მიერ დადგენილ მაჩვენებლებს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან ყველა ეს ბრძანება ბრძოლის ველზე კონკრეტული სამუშაოების შესრულებასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.