![1705902382-1863584742_0_29_1280_749_1920x0_80_0_0_29f3bbc16be0fa59879bf923bb1d745d](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/01/1705902382-1863584742_0_29_1280_749_1920x0_80_0_0_29f3bbc16be0fa59879bf923bb1d745d.jpg)
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარება და უკრაინის ომი იქნება.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მედიას განუცხადა, რომ ლავროვი ნიუ იორკს 22-დან 24 იანვრამდე ეწვეოდა.