საზოგადოებრივი მოძრაობის „არ აგარევინებთ“ წევრებმა თაკო ჩარკვიანისთვის პარლამენტთან ლეიბი მიიტანეს

42
spot_img

საზოგადოებრივი მოძრაობა „არ აგარევინებთ“ თაკო ჩარკვიანს ინიციატივას უსრულებს.

მოძრაობის წევრებმა პარლამენტთან ლეიბი მიიტანეს და განმარტეს, რომ ამ ფორმით დეპუტატის მრავალგზის ნათქვამს გამოეხმაურნენ- პარლამენტის წინ ლეიბების განთავსების და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ. „ნუ გეშინიათ, მაინც გავალთ რუსთაველზე“- პერფორმანსს – თაკო ჩარკვიანი ასე გამოეხმაურა.

„კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი“ ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა“ კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა“ ოპოზიციონერმა იღლიცინა. მახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი“.