სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადდა.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიზეზი ერთ-ერთ ობიექტში დაკვამლიანება იყო, რის გამოც სახანძრო განგაშის მექანიზმი ჩაირთო.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ,,გალერია თბილისში” არავითარი შეზღუდვა აღარ მოქმედებს.