საუდის არაბეთში ჰაჯის დროს სიცხისგან 1 301 ადამიანი დაიღუპა

15
spot_img

საუდის არაბეთში ჰაჯის დროს სიცხისგან 1 301 ადამიანი დაიღუპა. პილიგრიმები 50 გრადუსიან სიცხეში შორ მანძილზე თავშესაფრის გარეშე გადაადგილდებოდნენ.

ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთა სამ მეოთხედზე მეტს არ ჰქონდა ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა. დაღუპულთა ნაწილს ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შეადგენდნენ.

დასავლურ მედიაში უკვე წერენ, რომ საუდის არაბეთმა ჰაჯის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საკმარისი ზომები არ მიიღო. ეს განსაკუთრებით დაურეგისტრირებელ მომლოცველებს ეხება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი. წელს ჰაჯიში 2 მილიონამდე მომლოცველი მონაწილეობდა.