“საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, რათა პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს” – ჟოზეფ ბორელი

18
spot_img

სამი ძირითადი გზავნილი მინდა გავაჟღერო. თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისთვის, რომ 9 პრიორიტეტი იყოს შესრულებული. ამისთვის გაქვთ თქვენ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს.

„მეორე გზავნილი არის ის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობების და პრინციპების მიმართ ვდებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა ყველაფერში იყოს ასახული, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკური გარემოში ვართ და გაწევრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა. ასევე, მოვუწოდებ მთავრობას, რომ ანტიდასავლური რიტორიკისკენ მიმართული ინფორმაციის წინააღმდეგ იბრძოლოს. გვინდა რომ ამ მიმართულებით მეტი გადადგმული ნაბიჯი ვნახოთ.

რაც შეეხება მესამე გზავნილს – საარჩევნო რეფორმა, რაც განხორციელდება, მინდა, რომ ვენეციის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული თავისუფალი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა და გამძლეობა, იმისთვის რომ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას რაც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს“, – განაცხადა ბორელმა.