სასწაულია, რომ უკრაინამ ამდენ ხანს გაძლო იმ პირობებში, როცა რუსეთის რესურსები ექვსჯერ აღემატება უკრაინისას -გაბრიელიუს ლანდსბერგისი

33
spot_img

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპელ კოლეგებს მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობით საბრძოლო მასალების მიწოდება, რაც ქვეყანას გამარჯვებაში დაეხმარებოდა. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

„სასწაულია, რომ მათ ამდენ ხანს გაძლეს იმ პირობებში, როცა რუსეთის რესურსები ექვსჯერ აღემატება უკრაინისას“, – განაცხადა დიპლომატმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე.

მან ევროკავშირს მოუწოდა, შეწყვიტოს ყოყმანი უკრაინის სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ყველაზე დიდ კონტრიბუციას, 17 მილიარდი ევროს ოდენობით, მხოლოდ გერმანია ახორციელებს, ევროპა ჯერ კიდევ დებატებს მართავს წლიურ 5-მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ორი წელი გავლიეთ დისკუსიებში, ვცდილობდით, გვეპოვა გზა, რომლითაც უკრაინას დავეხმარებოდით, თუმცა, სამწუხაროდ, მას შემდეგ ჩვენ ვერ შევძელით სტრატეგიული მიზნის ფორმულირება, თუ რის მიღწევას ვცდილობთ. ვერ ვაცხადებთ, რომ ამას გამარჯვებისთვის ვაკეთებთ. ევროპას უნდა შეეძლოს, შექმნას 5-მილიარდიანი ფონდი, მაშინ როდესაც მხოლოდ გერმანია განიხილავს 7 მილიარდი ევროს გაგზავნას. ევროპის 27 ქვეყნისთვის 5 მილიარდი ევრო ერთი საათის საქმე უნდა იყოს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.