“საქართველოზე ფიქრით დაღლილმა შოლცმა და მაკრონმა საკუთარ ქვეყნებში EU საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს”- ბიძინა გიორგობიანი

22
spot_img

“საქართველოზე ფიქრით დაღლილმა შოლცმა და მაკრონმა საკუთარ ქვეყნებში EU საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი EU საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

“საქართველოზე ფიქრით დაღლილმა შოლცმა და მაკრონმა საკუთარ ქვეყნებში EU საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს.

საბოლოო ჯამში ევროპარლამენტში ყველაზე მეტი ადგილები დაკარგეს მწვანეებმა/ლიბერალებმა. ურსულას EPP მაინც უმრავლესობაშია და ალბათ უმაღლეს კომისარიატს შეინარჩუნებენ.

ყველაზე დიდი სიახლეა AFD ტრიუმფი გერმანიაში. მათ მეორე ადგილი დაიკავეს , დღევანდელი კანცლერ შოლცის პარტია მე-3 ადგილზეა დიდი დანაკარგებით.

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, აშშ დღევანდელი ადმინისტრაციისაგან EU დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაიზარდოს, რაც ევროპაში მშვიდობის დამყარებას შანსს გაზრდის. – წერს ბიძინა გიორგობიანი