“საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით” – Madrid Fusión

34
spot_img

Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ Facebook-ის გვერდზე მორიგ „პოსტებს“ აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“,- ვკითხულობთ Madrid Fusión-ის Facebook-ის „პოსტში“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Madrid Fusión-ის მეორე Facebook „პოსტი“ მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს „ნუნუკას“ ეძღვნება.

Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი „ნუნუკა“ წარადგენენ.