მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ჰაჯა ლაბიბმა ბრიუსელში განაცხადა, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა იმართება.
მისი თქმით, თუ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ შეიცვლება, ევროკავშირის გზაზე წინსვლა არ იქნება.
„მექნება ორმხრივი შეხვედრა. მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო და გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე. ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ და როგორ შევცვალოთ ეს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, წინსვლა არ ექნებათ“, – განაცხადა ჰაჯა ლაბიბმა.