საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების ამოცანაა დაპირისპირებების ახალ-ახალი კერების შექმნა. ძალიან სამწუხაროა, თუკი „მაკდონალდსი“ ამ ბრძოლაშია ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერია.
„მე გავუგზავნე შეტყობინება ჭყონიას – ვთხოვე დააზუსტოს – ეს არის მაკდონალდსის“ და „კოკა-კოლას“ ბოლო პერიოდის პოლიტიკა, რომ შემოიტანოს ისეთი თემა, რაც საზოგადოებაში დაპირისპირებას აუცილებლად გამოიწვევს? ყოვლად უგვანო პოლიტიკის გატარებაა მითუმეტეს ბავშვებთან მიმართებით, რომ როგორმე სამოქალაქო დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს, მითუმეტეს ასეთი გამაღიზიანებელი ფაქტორის გამოყენებით, როგორიცაა „ლგბტ“ პროპაგანდა ბავშვებს შორის, თორემ, კანონის მხრივ ყველაფერი დარეგულირებულია. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების ამოცანაა დაპირისპირებების ახალ-ახალი კერების შექმნა. ძალიან სამწუხაროა, თუკი „მაკდონალდსი“ ამ ბრძოლაშია ჩართული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.