საქართველოს წარმატება პატარა ქვეყნებისთვის ისტორიული მომენტია – უეფა-ს ოფიციალური გვერდი

10
spot_img

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას უეფა-სოფიციალურმა გვერდმა წერილი მიუძღვნა.

ახალი სახეები და მეტი სიურპრიზი: ევროპის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება
„ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებიც ხაზს უსვამს ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა ტურნირი, რომელიც ევროსცენაზე გაბრწყინების შესაძლებლობას მეტ გუნდს აძლევს.

მათ შორის, ვინც ევრო 2024-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა – პორტუგალიის დამარცხებით (2:0) მათ პირველად იზეიმეს დიდ საფეხბურთო ტურნირზე პლეი ოფში გასვლა.

დებიუტანტი საქართველო პლეი ოფში შეუერთდა სლოვენიასა და რუმინეთს, რომლებიც ევროპირველობაზე 2000 წელს გამართული ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდნენ. იმავდროულად, ავსტრიამ ტურნირის დაწყების წინ გაკეთებული პროგნოზები გააბათილა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა ურთულეს ჯგუფში, სადაც საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი თამაშობდნენ. განაგრძეთ კითხვა…