საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები და არა რუსული კანონი უცხოური აგენტების შესახებ, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას.
„სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში“, – წერს ევროპარლამენტარი.