არაისტერიული რუსი პოლიტოლოგების კრებსითი „ანამნეზი“, რომელიც მენიშნა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად იმეორებს ჩვენს მოსაზრებასაც, რაც გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ არის „პრორუსული”, ის ქართულია, რასაც დასავლეთი აღიქვამს, როგორც „ანტიდასავლურ“ მოვლენას.
„არაისტერიული რუსი პოლიტოლოგების კრებსითი „ანამნეზი“, რომელიც მენიშნა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად იმეორებს ჩვენს მოსაზრებასაც, რაც გასათვალისწინებელია:
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სამწუხაროდ არ არის „პრორუსული”, ის ქართულია, რასაც დასავლეთი აღიქვამს, როგორც „ანტიდასავლურ“ მოვლენას.
დასავლეთი არ ცნობს 2024 წლის არჩევნების შედეგებს, ვინაიდან გამორიცხულია ანტიქართულმა ძალებმა არჩევნების გზით გაიმარჯვონ.
არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში, დასავლეთი შეეცდება ვითარების „აყირავების“ თუ „მაიდანიზაციის“ მაქსიმალური პროვოცირების მოვლენებს ჩაუყაროს საფუძველი.
აღნიშნულ სიტუაციაში, ვითარების „კრიტიკულად“ აღქმის შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, 2008 წლის მსგავსად, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული ვალდებულებების ფარგლებში. ვინაიდან ხელისუფლებაში რომელიმე „მიშაობრაზნის“ დაბრუნების შემთხვევაში, წინასწარ დაანონსებული მუქარის ფარგლებში სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით სამხედრო პროვოკაცია, გარდაუვალი იქნება.
მე მგონი, საკმაოდ რეალისტური და გულწრფელი პერსპექტივაა. საქართველოს თავისი „პრო-ქართული“ ვექტორის შენარჩუნება, უდიდესი ღვაწლის, თავდადებისა და გმირობის ფასად დაუჯდება 2024 წელს. დასავლეთი ამ სცენარით რისკავს საკუთარი იდეოლოგიური ინტერესების გამო, სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური მარცხი განიცადოს. ანუ, მორიგ „ვიეტნამურ“, „ლიბიურ“, „ერაყულ“, „სირიულ“, „ავღანურ“, „უკრაინულ“ ფოცხს დააბიჯოს“, – წერს ქართველიშვილი.