![397b726c-3397-4f98-afba-be4fcdc515f2](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/03/397b726c-3397-4f98-afba-be4fcdc515f2-1068x662.jpg)
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი , ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.