“საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის ნება დართო. წელს უკვე ჩვენი მთავრობის მხრიდან უვიზო რეჟიმის დაწესება სწორედ ამაზე მეგობრული პასუხი იქნება”

16
spot_img

საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის ნება დართო. წელს უკვე ჩვენი მთავრობის მხრიდან უვიზო რეჟიმის დაწესება სწორედ ამაზე მეგობრული პასუხი იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის კონსულმა ლი ჯაომ „ქრონიკას“ განუცხადა. მას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„რა თქმა უნდა, გვინდა ჩვენს ქვეყნებს შორის გავაღრმაოთ პარტნიორობა, იქნება ეს კულტურის, ტურიზმის, ბიზნესისა თუ სხვა დარგებში. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ჩინეთში ჩასვლას.

ჩინეთისთვის უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ, გაიზარდა საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ჩამოდიან თქვენს მშვენიერ საქართველოში და ტურიზმის ან სხვა მიზნებისთვის სტუმრობენ საქართველოს. გვაქვს იმედი, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ჩინეთში გაემგზავრებიან“, – აღნიშნა კონსულმა.

 

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა