საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მთავრობის მეთაურმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ავტომატურად შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს.
„მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს,“- განაცხადა პრემიერმა.