,,საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის’- შარლ მიშელი

37
spot_img

საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

“მივულოცე პრემიერ-მინისტრ კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის – რეფორმების განხორციელება ახლა მთავარია”, – აღნიშნა მიშელმა.