გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივიდან ჩვენმა სამმა პარტნიორმა – უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც არის მკაფიო აღიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტიანობისა და ამ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანების შექმნიდან 50 წლის შემდეგ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, რაც იწვევს ცვლილებებს რეგიონში მცხოვრები ხალხის ცხოვრებაში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ადაპტაცია ხდება სწრაფად ცვალებად, გამოწვევებით სავსე გარემოსთან და ხდება მოქნილი, სტრატეგიული რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი. ამ თვალსაზრისით, გავაძლიერეთ თანამშრომლობა უსაფრთხოებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, ენერგოუსაფრთხოებაზე. ამ წლის 1 მარტის მონაცემებით მოვახერხეთ 8,7 მილიარდი ევროს მობილიზაცია დაკავშირებადობის პროექტებისთვის“, – აღნიშნა ვარჰეიმ.