,, საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია”- გერმანიის ელჩი

17
spot_img

მნიშვნელოვანია, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პროგრესი იყოს მიღწეული. საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია და ის წინსვლას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მისი რეკომენდაციაა საქართველომ პროგრესს ზაფხულამდე, არჩევნების ჩატარებამდე მიაღწიოს.

„წელს დეკემბერში დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე მოკლე ვადაა, რადგან ზაფხულში ჩვენ ვირჩევთ ახალ ევროპარლამენტს, ახალ ევროკომისიას, საქართველოც ატარებს თავის არჩევნებს. ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

პეტერ ფიშერს კითხვა დაუსვეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ფიშერის თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, იპოვონ ისეთი გამოსავალი, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

„არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დეტალებზე. ქართველების გადასაწყვეტია, იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. ვენეციის კომისია გასცემს რეკომენდაციებს. ზოგადად, ჩვენ გვაქვს მოწოდება, რომ მათ სერიოზულად მიუდგნენ, იმუშაონ კომისიის შესაქმნელად, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ნდობა, რომ ის არჩევნების სამართლიანობას დაიცავს. ეს აშკარად არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.